გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა, ამ ეტაპზე, ჩემს გეგმებში არ შედის

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა, ამ ეტაპზე, ჩემს გეგმებში არ შედის,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოს მომავალში იმსჯელებს.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ცალკე პროცედურაა. ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ამ ეტაპზე, არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი და ამ ეტაპზე, ჩემს გეგმებში არ შედის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა