რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმა შეიმუშავა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამბროლაურისა და მესტია-უშგულის სივრცითი მოწყობის გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული გეგმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარმოადგინა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე დოკუმენტი გადაგზავნილია მუნიციპალიტეტებში, მათგან ერთი -ამბროლაურის (ამბროლაურის, ნიკორწმიდას, ჭრებალოს, წესის და შაორის) სივრცითი მოწყობის გეგმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა უკვე დაამტკიცა და ძალაშია შესული. სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია მაგისტრალური გზის მშენებლობის შესაძლებლობა, რომელიც სვანეთს ქუთაისის აეროპორტთან 126 კილომეტრიანი გზის მეშვეობით დააკავშირებს. (8 კილომეტრი გვირაბი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ახალი გზა). სივრცითი მოწყობის გეგმით გათვალისწინებულია ასევე, მთის მატარებლის მშენებლობის შესაძლებლობა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ეკონომიკური დასაბუთების შემთხვევაში, ტერიტორიულად დაბევებულია სივრცეეები, რომელიც ამის შესაძლებლობას შექმნის. ასევე, ტურისტული და სამთო სათხილამურო თვალსაზრისით გამოკვლეულია რამდენიმე ლოკაცია. როგორც კომიტეტზე აღინიშნა, მესტია -უშბა- თეთნულდი -აწვალი სამთო სათხილამურო კურორტი იმაზე 3-ჯერ მეტ მოთხილამურეს დაიტევს, რასაც კობი-გუდაურის სამთო კლასტერი იტევს. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უშგულის რევიტალიზაციისთვის დაახლოებით 50 მილიონი ლარია საჭირო.

გეგმაში გათვალისწინებულია საფრთხეებიც და გამოყოფილია ის ლოკაციები, სადაც ზვავისა და მეწყერის საფრთხის გამო განაშენიანება რეკომენდირებული არაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა