შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.

ბუთხუზი 2019 წლის სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე, 2016-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე, 2013 - 2016 წლებში მას სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, გიორგი ბუთხუზი 1999-2004 საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. იცის ინგლისური, რუსული და თურქული ენები. გიორგი ბუთხუზი არის 2008 წლის ომის მონაწილე -ვეტერანი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია