ავთანდილ წერეთელი - საღამოს ყადაღა, დილას კი სასამართლო ჩაინიშა, ეს არის ამ მთავრობის მორალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე იკითხება პროკურატურის მოწმე, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა „ტვ პირველის" დამფუძნებელმა ავთანდილ წერეთელმა.

„მე არ ვიცი, დღეს რამდენი მოწმე იქნება, მაგრამ ერთს ვიტყვი - საღამოს ყადაღა, დილას კი სასამართლო ჩაინიშა, ეს არის ამ მთავრობის მორალი“, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა