კახა კალაძე - მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება

მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა უკვე გათვალისწინებულია.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალი ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა