კახა კალაძე - როდესაც  მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია, ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა  განვითარების ფონდს, რომლის საბუთებიც გამქრალია 2014 წლამდე?

როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი და ბატონი გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია,ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა მაშინ განვითარების ფონდს, რომლის საბუთებიც გამქრალია 2014 წლამდე? გაქვთ მოძიებული? - ასეთი კონტრშეკითხვა დაუსვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებიც მერისგან დაინტერესდნენ, არის თუ არა ის ხარჯი ადეკვატური, რომელსაც თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე განსათავსებელი სკამების შესაძენად იხდის.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ხარჯი ადეკვატურია.

"ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ხარისხზე. თუ რომელიც ქართული კომპანია, სხვა კომპანიები წარმოადგენენ იმ ხარისხს, რომელიც არის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, მივესალმებით. იტალიური კომპანია არაფერ შუაშია. ერთი მარტივი შეკითხვა მინდა დაგისვათ, არ ვიცი იცით თუ არა, რომ როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი და ბატონი გიგი უგულავა ახორციელებდნენ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას, თუ გაქვთ ინფორმაცია, ერთი განათების ბოძი რა დაუჯდა მაშინ განვითარების ფონდს, რომლის საბუთებიც გამქრალია 2014 წლამდე? გაქვთ მოძიებული? - დაახლოებით, 18 ათასი ლარი იყო ერთი ბოძის ღირებულება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხარისხს ვუსვამთ ჩვენ ხაზს, ხარისხი არის მნიშვნელოვანი. გვინდა ყველაფერი ევროპული ხარისხის იყოს და მაღალი დონის. ყველა რაიონში ხარისხზე გვაქვს აქცენტი ყველა სამუშაოების დროს",- განცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება დაარეგისტრირა რითაც ითხოვს მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებით გამოძიება დაინტერესდეს. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ერთ ცალ სკამში კალაძე 12 000 ლარს გადაიხდის და ეს ტენდერი მთლიანად უკვე მორგებულია იტალიურ კომპანიაზე, რადგან სატენდერო დოკუმენტაციაში თანდართული ფოტოები აღებულია იტალიური კომპანიის საიტიდან და ამ კომპანიის ექსკლუზივია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა