2019 წელს სახელმწიფომ სოფლად სახლი 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.

სუბელიანების დევნილი ოჯახი მრავალწლიანი ლოდინისა და 7 საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება.

უწყების ცნობით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2019 წელს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა