ეუთო-ს გენერალური მდივანი - მივესალმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული

მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული - ასე გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს“, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგერმა.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის ახლა ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა