ლიეტუვას საგარეო უწყება - მივესალმებით ქართველი ექიმის დე ფაქტო ხელისუფლების პატიმრობიდან გათავისუფლებას - შემდგომი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნას არიდებული

მივესალმებით ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დე ფაქტო ხელისუფლების პატიმრობიდან გათავისუფლებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის გამო , 9 ნოემბერს დააპატიმრეს, - ნათქვამია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„შემდგომი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნას არიდებული და გადაადგილების თავისუფლება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - წერია ლიეტუვას საგარეო უწყება.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა