დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მისი გათავისუფლების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა მან ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მიულოცა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში, რისთვისაც აქტიურ სამუშაოებს ახორციელებდა როგორც საგარეო უწყება, ასევე სახელმწიფოს სხვა უწყებები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

“მინდა ბატონ ვაჟას და მის ოჯახს პირადად მივულოცო მისი უკანონო ტყვეობის დასასრული . მე ცოტა ხნის წინ მქონდა მასთან პირადად სატელეფონო საუბარი. მივულოცე ბატონ ვაჟას საკუთარ ოჯახში დაბრუნება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვიყავით აქტიურად ჩართული ბატონი ვაჟას გათავისუფლების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთლიანად ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ყოველი სამუშაო დღე იწყებოდა და სრულდებოდა ბატონი ვაჟას საკითხით. იყო ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ბერკეტი და ფორმატი, იმისთვის რომ ჩვენ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა და რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ბატონი ვაჟას გათავისუფლება”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა და ფორმატი, სადაც ქართულმა მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო თუ სხვა ფორმატები, ასევე ორმხრივ ფორმატში განხორციელდა მინისტრის სატელეფონო ზარები და კომუნიკაცია, როგორც კოლეგებთან ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ეუთოს თავმჯდომარესთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სხვა. მინისტრის განცხადებით, პროცესს მთლიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, მაქსიმალურად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი იყო ამოქმედებული, ასევე ჩვენ პარალელურად ვიყავით კომუნიკაციაში ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, იმისთვის რომ ოჯახი ყოფილიყო ინფორმირებული თუ რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ჩვენ მას ყოველდღიურად ვახსენებდით გაწეული საქმიანობის შესახებ”,- განაცხადა მინისტრმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მისი გათავისუფლების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა მან ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მიულოცა უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მთელი ამ ხნის განმავლობაში, რისთვისაც აქტიურ სამუშაოებს ახორციელებდა როგორც საგარეო უწყება, ასევე სახელმწიფოს სხვა უწყებები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

“მინდა ბატონ ვაჟას და მის ოჯახს პირადად მივულოცო მისი უკანონო ტყვეობის დასასრული . მე ცოტა ხნის წინ მქონდა მასთან პირადად სატელეფონო საუბარი. მივულოცე ბატონ ვაჟას საკუთარ ოჯახში დაბრუნება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვიყავით აქტიურად ჩართული ბატონი ვაჟას გათავისუფლების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთლიანად ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ყოველი სამუშაო დღე იწყებოდა და სრულდებოდა ბატონი ვაჟას საკითხით. იყო ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი, ბერკეტი და ფორმატი, იმისთვის რომ ჩვენ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა და რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ბატონი ვაჟას გათავისუფლება”, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა და ფორმატი, სადაც ქართულმა მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო თუ სხვა ფორმატები, ასევე ორმხრივ ფორმატში განხორციელდა მინისტრის სატელეფონო ზარები და კომუნიკაცია, როგორც კოლეგებთან ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ეუთოს თავმჯდომარესთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან და სხვა. მინისტრის განცხადებით, პროცესს მთლიანად ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

“ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, მაქსიმალურად, ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი იყო ამოქმედებული, ასევე ჩვენ პარალელურად ვიყავით კომუნიკაციაში ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, იმისთვის რომ ოჯახი ყოფილიყო ინფორმირებული თუ რა ნაბიჯებს დგამდა ხელისუფლება. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ჩვენ მას ყოველდღიურად ვახსენებდით გაწეული საქმიანობის შესახებ”,- განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის