ვაჟა გაფრინდაშვილი - თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე - ბოდიში მოვუხადე მათ, რომ შეაწუხეს ჩემ გამო

თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე - მე ბოდიში მოვუხადე მათ იმის გამო, რომ შეაწუხეს ჩემ გამო, და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე, - ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას არ შეეძლო, საბოლოო სიტყვაში ადგილობრივი მოსახლეობისადმი მადლიერება არ გამოეხატა.

„იქაც ვთქვი, საბოლოო სიტყვაში, შეიძლება, გავრცელდეს კიდევაც და თვითონ იქ, ოსურ გაზეთებშიც, რუსულენოვანი რომელიც შეიძლება იყოს იქ, თითქოს მე სასამართლოზე მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ მე იქ ერთადერთი, დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლო მსვლელობაზე. რა თქმა უნდა, რაც იყო დაკითხვის დროს ნათქვამი, იმაზე არც დამატება, არც გამოკლება არაფრის არ შემეძლო. უბრალოდ, საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ გამომეხატა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება. მე თვენახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. შეიძლება, თავიდანვე არასწორი გზა ავირჩიე, რომ მხოლოდ პურს ვიღებდი და კვერცხს, სხვა იქაური, ციხის საჭმელი მე არ მიჭამია. იყო ადგილობრივი მოსახლეობის ამ გზავნილებით, რომელიც ჩემს სახელზე იყო, და მათ მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩემ გამო შეწუხდნენ და დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეაწუხეს. ზუსტად იმავე სიტყვებით ვთქვი მე იქ და შეიძლება, თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მე ბოდიში მოვუხადე მათ იმის გამო, რომ შეაწუხეს ჩემ გამო, და არა იმის გამო, რომ მე ისინი შევაწუხე“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს