კახა კალაძე - ვუერთდები მილოცვებს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში

ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს და მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს. კახა კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი და აქტიური მუშაობის შედეგია.

„მინდა, შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, პირველ რიგში, მინდა, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს მივულოცო. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა სახელმწიფო უწყება, დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულით გულშემატკივრობდა ვაჟა გაფრინდაშვილს და ჰქონდა სურვილი, იგი მალე დაბრუნებულიყო საკუთარ ოჯახში. მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას. მთავრობას არ დაუტოვებია არცერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც შეგვეძლო ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება. შედეგიც სახეზეა.

ჩვენ ვისმენდით საოცარ განცხადებებს ამ ხნის განმავლობაში. მოვისმინეთ მძიმე ბრალდებებიც. თუმცა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები აღელვების გარეშე აკეთებდნენ თავის საქმეს, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. აქ მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყება არ ყოფილა ჩართული, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. ასევე ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იყო ჩართული. მთავარი შედეგი არის ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება საკუთარ ოჯახში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს