ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებენ

ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისა და მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საშუალებას იძლევა, - სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის წერილში ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მეთაურის ანატოლი ბიბილოვისადმი, რომლითაც მას დამდეგ ახალ წელსა და შობას ულოცავს.

„ვიმედოვნებ, რომ დამდეგ წელს განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების გასაზრდელად სხვადასხვა მიმართულებებით“, - ნათქვამია პუტინის ბიბილოვისადმი წერილში.

მისივე თქმით, "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე".

ასეთივე წერილი ბიბილოვის სახელზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმაც გაგზავნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ წელს შესაძლებელი გახდა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დარგებში. მედვედევი იმედოვნებს, რომ „რესპუბლიკისთვის მასშტაბური დახმარება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია