მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე - მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ დაიბრალებს - მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს გადაუხადა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და პარტიებს და მოსახლეობას.

„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლე. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა. ამის დამალვა არ შეიძლება. წინა ქადაგებაზე მე ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ოსები გაათავისუფლებდნენ. მოვუწოდეთ, ჩვენი შეისმინეს, ერის შეისმინეს და ოსებიც ჩარეულები იყვნენ იმ დღიდან. მეგობარი არასდროს მიმიტოვებია და ვაჟას ისედაც გამოვიხსნიდით. მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს. მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს და ოს მოჭიდავეებს, იცის თავად ვიზეც ვამბობ, თავად ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი იმიტომ, რომ ვაჟას იქ ყურადღება არასდროს არ მოკლებია. თავიდან თავის ნაცნობი ექიმი დაუდგა გვერდში. მიკროფონთან ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ბევრად მეტი ვიცი - როდის უშვებდნენ ისიც ვიცოდი,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო