„ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ინიციატივით, შშმ ბავშვებისთვისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, საახალწლო ღონისძიება გაიმართა

ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვერის საკალათბურთო დარბაზში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

„ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, „ახალი საქართველოს" გუნდმა 1000 ბავშვს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეულ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი გიორგი ვაშაძემ და „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ მიულოცეს.

„ვუმასპინძლეთ 1000 ბავშვს, რომელთა შორის არიან შშმ პირები და ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ერთი დღე მაინც გაგვეხალისებინა ბავშვებისთვის და საჩუქრად სიმბოლური ტკბილეულიც გადავეცით. დარწმუნებული ვარ ეს დღე მათთვის დასამახსოვრებელი იქნება“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

„ახალი საქართველოს" სოციალურმა სამსახურმა უზრუნველყო ის, რომ ყველაზე მეტი ეკონომიკური პრობლემა სადაც არის ოჯახებში, მათთან ერთად აღგვენიშნა დღევანდელი დღე. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა 2020 წლის ან განსაკუთრებით სწრაფად უნდა დაიწყოს იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ უკიდეგანო გაჭირვებიდან და ახალი წელი მართლაც ყველას ერთნაირად გვიხაროდეს“, - გიორგი ვაშაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი