„ეფესბეს“ ინფორმაციით, რუსეთში ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისტი და რეკრუიტერი დააკავეს

ხაბაროვსკის მხარეში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდისტი და რეკრუიტერი დააკავეს, - ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურზე (ეფესბე) დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული 45 წლის მამაკაცი ხაბაროვსკის მკვიდრია. ის საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრს მესინჯერის საშუალებით ესაუბრებოდა, რის შემდეგაც თვითონაც გაწევრიანდა ორგანიზაციაში.

„დაკავებულს ევალებოდა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის პროპაგანდა, ტერორიზმის გამართლება და ადამიანების გადაბირება, რა მიზნითაც ის სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვიდეოს ათავსებდა,“- ნათქვამია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს : ტერორისტულო ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორისტული საქმიანობა ინტერნეტის საშუალებით, რაც 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

შეგახსენებთ, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყალობით ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს. მათივე თქმით, 27 დეკემბერს დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში საახალწლო ღონისძიებების დროს ტერაქტების მოწყობის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება