ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, „ხალიფა ჰაფთარის დანაშაულებრივი ქმედებები შეაჩეროს“

გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს სამხედრო მეთაურის ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ, რათა შეჩერდეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებების ჩადენა.

„ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეასრულოს თავისი მოვალეობა. ჰაფთარს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და ანადგურებს ტრიპოლს უკვე 8 თვეა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ის უნდა შეაჩეროს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ აპრილიდან მოყოლებული ტრიპოლის სამხრეთში, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაახლოებით 140 000-მა ადამიანმა ხალიფა ჰაფტარის მიერ დაწყებული თავდასხმების შედეგად, სახლები დატოვა.

ცნობისთვის, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს, ხოლო მოსკოვი, ირანი და ეგვიპტე აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს უჭერენ მხარს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა