გიორგი გახარია - ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე

2019 წელს საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლარიზაციისა, ხელისუფლება არის ოპოზიციისა და მთავრობის ერთიანი ჯაჭვი.

„საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლება არის ერთიანი ჯაჭვი, როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა პრემიერმა.

მან მთავრობი როგორც არსებულ შემადგენლობას, ასევე მათ წინამორბედებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ჩვენს იმ კოლეგებს გადავუხადო მადლობა, რომლებიც იყვნენ ამ კაბინეტის, ამ მთავრობის წევრები, მაგრამ სამწუხაროდ ,დღეს ჩვენთან არ არიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს დაწყებული შრომისთვის 2019 წელს და მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დამდეგი წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატებები ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა