ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ბრალდებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატის, რომან ნადირაძის განცხადებით, ტატო ღარიბაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, დაკავებულს ცოტნე გამსახურდიასთან მომხდარი ინციდენტის დროს მიღებული აქვს სხეულის დაზიანებები.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს დაკავებამდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ფეხზე და ამჟამად არ აქვს ყავარჯნები, რის გამოც უჭირს გადაადგილება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს პრობლემები ფეხთან მიმართებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტსაც და გამომძიებელსაც დაფიქსირებული აქვთ ეს დაზიანებები. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქმიდან ამოღებულია ყავარჯენი, რომელიც თან ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და რომლითაც დაზიანება მიყენებული აქვს ცოტნე გამსახურდიას და ასევე, მიყენებული აქვს ტატო ღარიბაშვილსაც. ამას გარდა, ამჟამად მას არ აქვს ყავარჯნები, რის გამოც შეზღუდული აქვს გადაადგილება. შესაბამისად, აღნიშნულზეც ვითხოვთ სათანადო რეაგირებას. მეორე შუამდგომლობა მაქვს ასევე გამომძიებელთან, რომელსაც დღეს დავაყენებ - არ ვიცით, ზუსტად რამდენი დაზიანება აქვს ცოტნე გამსახურდიას. სამედიცინო ჩანაწერი უნდა იყოს კონკრეტული. „ზოგადად ეს მდგომარეობაა” - მიუღებელია, რადგან იურისპრუდენცია ითხოვს კონკრეტულ დეტალება და ფაქტებს”,- განაცხადა რომან ნადირაძემ. ადვოკატის თქმით, დაკავებულს ცოტნე გამსახურდიასთვის დანა არ დაურტყამს.

„19-109 მუხლს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რადგან დაკავებულის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. ვინც დაარტყა დანა ცოტნე გამსახურდიას, მან აღიარა. ტატო ღარიბაშვილს დანა თან არ ჰქონია”, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

იხილეთ ვიდეო

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო