სააპელაციო სასამართლომ დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მან მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა. მოსარჩელე ანა დოლიძე ითხოვდა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს მასთან დაკავშირებით გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფა მოეხდინა.

მოსამართლემ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

როგორც მოსამართლემ პროცესზე განმარტა, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება არ ადასტურებს განზრახ არსებითი არაწორი ფაქტის გავრცელებას.

ანა დოლიძემ დიმიტრი გვრიტიშვილს წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის 27 ნოემბერს შეიტანა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი