ჩინეთში პატიმრობა მიუსაჯეს მეცნიერს, რომელმაც მსოფლიოში პირველად ემბრიონს გენები შეუცვალა

ჩინეთის სასამართლომ ბიოფიზიკის მკვლევარს ჰე ჯიანკუის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მსოფლიოში პირველი „გენური რედაქტირებისთვის“. როგორც ცნობილია, მეცნიერმა ორი დამხმარის მეშვეობით ჩანასახის გენები შეცვალა, რის შედეგადაც დაიბადნენ ტყუპები, რომლებიც შიდსის ვირუსისადმი რეზისტენტულები იყვნენ.

„მე მესმის, რომ ჩემი სამუშაო საკამათოა, თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანებს სჭირდებათ ეს ტექნოლოგია და მეც ამ კრიტიკას მათ გამო გავუძლებ“, -განაცხადა ჯიანკუიმ.

ჰე ჯიანკუის წინააღმდეგ გამოძიება ჩინეთის მთავრობამ დაიწყო. ბრალდების ინფორმაციით, მეცნიერს მსგავსი სამუშაოების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი