„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლი“ და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - „ნატვრის ხე“ სასტუმრო “WYNDHAM GRAND TBILISI”-ში დღეს საქველმოქმედო საღამოს - „სიცოცხლისათვის“ გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ისრაელის სახლიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საღამოზე მოწვეულნი არიან სტუმრები ისრაელიდან - პარლამენტარები, პოლიტიკური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

„საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე წარსდგება. მას აკოპანიმენტს გაუწევს პიანისტი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი. შემოსული თანხები გადაერიცხება ფონდ „ნატვრის ხის“ ბენეფიციარებს, რომელთაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდათ ურთულესი ოპერაციები. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს. ფონდის საქველმოქმედო ნომერზე დღემდე ხუთასი ათასზე მეტი ზარია შემოსული.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ „ნატვრის ხის“ საქველმოქმედო ღონისძიებებში თითქმის სისტემატიურად მონაწილეობს.

საქველმოქმედო საღამო სიმბოლურად ებრაული სინათლისა და სიკეთის დღესასწაულის - ხანუქას ბოლო დღეს ჩატარდება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“ ამ დღესასწაულს უკვე მეოთხედ მართავს, მასში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ისრაელელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, რომელთა შემოწირულობებიც მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას მოხმარდა,“ - ნათქვამია ორგანიზატორების ინფორმაციაში.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს განცხადებით, საქველმოქმედო საღამო საქართველოსადმი ისრაელის საზოგადოების - პოლიტიკური წრეების, ბიზნესისა და საზოგადო მოღვაწეების სოლიდარობის გამოხატულებაა.

„ბოლო წლებში „ისრაელის სახლი“ საქართველოში გახდა მთავარი მისამართი ისრაელელი პოლიტიკოსებისა თუ სხვა გავლენიანი მოღვაწეებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი მხარს უჭერენ ორგანიზაციის კონცეფციას - მაღალი დონის სახელმწიფოებრივი კავშირების დამყარებას. „ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის სფეროში დიდმა წარმატებამაც - 30%-იანმა ზრდამ დაგვანახა, რომ ორი სახელმწიფოს კავშირებში პოტენციალი ძალიან დიდია და ეს შეიძლება ყველა სფეროზე აისახოს. მომავალ წლიდან ისრაელი საქართველოსთან ურთიერთობას დაიწყებს ახალი ძალებით, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე. რაც შეეხება საქველმოქმედო საღამოს, ისრაელის მხარისთვის ეს გახდება 2019 წლის შეჯამებაა და მზადება 2020-თვის“, - აცხადებს იციკ მოშე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა