ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს.

„ბატონებო - ქალბატონებო,

ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის. ასეთმა ერთობამ, ჩემი ამბების გულთან ასე ახლოს მიტანამ განაპირობა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.

გათავისუფლების დღიდან მივიღე უზომოდ დიდი სითბო თითოეული ადამიანისგან, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და დამანახა ერთად დგომის მნიშვნელობა.

მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, მათ შორის და არამხოლოდ:

საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს სახალხო დამცველს და მასთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ექიმთა საზოგადოებას, სპორტსმენებს, ჭიდაობის ფედერაციას, ოს მოჭიდავეებს, ქართულ დიასპორას უცხოეთში, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშა ჯგუფს, საკომუნიკაციო სააგენტოებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს და უბრალოდ ჩემს გულშემატკივარ ადამიანებს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დამდგარი შედეგი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ერთიანობა მართლაც დიდი ძალაა ცვლილების განსახორციელებლად.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო შედეგის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება და დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ცხოვრობენ.

იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა შევძლოთ, ყველანაირი მსგავსი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რომელიც ჩემს შემთხვევაში 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! მჯერა ეს დღეც მალე დადგება.

პატივისცემით,

ვაჟა გაფრინდაშვილი“,-ნათქვამია წერილში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის