ელენე ხოშტარია - იციან, რომ ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის,მოდიან და ქურდბაცაცულად მიაქვთ - ბანერსაც ვიშოვით, მაგიდასაც და კიდევ უფრო ბევრ ადგილას გამოვფენთ

იციან, რომ ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის, მოდიან და ასე ქურდბაცაცულად მიაქვთ ბანერები,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მედიას პარლამენტთან განუცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ბანერების დაშლით დღეს კანონი დაირღვა.

„მოიპარეს და წაიღეს ბანერი და მათ არ ესმით, რომ კანონისთვის, აზრის გამოხატვისთვის ყოველთვის წინააღმდეგობას მიიღებენ. დღეს ათი პოლიციელით და რკინის კონსტრუქციებით შეიძლება მოგვერიონ, მაგრამ არ შევეგუებით მხდალი ადამიანების საქციელს, როდესაც იციან, რომ ახლა ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის,მოდიან და ასე ქურდბაცაცურად მიაქვთ. ეს არის აზრის გამოხატვა, მაგიდებზე და ბანერებზე კი არ არის. კანონი მეუბნება, რომ ბანერი აქ შეიძლება იდგეს და მე მინდა,რომ იდგეს. ადამიანებს,ჯგუფს საქართველოში უნდათ, რომ აქ იყოს ბანერი, ისინი მოდიან და იპარავენ.

სასაცილოა, რომ დასუფთავების სამსახური გამოუშვეს, პასუხსაც არ გვცემენ. პოლიციელები დააყენეს, მერამდენედ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა პოლიციელებს. ამ ფორმიანს ადამიანებს აგზავნიან იმისთვის, რომ დაარღვიონ კანონი. ხან წალამზე არბენინებენ და ახლა ნაგვის მანქანებით გაატანინეს აზრის გამოხატვის ინსტრუმენტები. აქ ამაზეა საუბარი, ბანერსაც ვიშოვით, მაგიდასაც ვიშოვით და კიდევ უფრო ბევრ ადგილას გამოვფენთ“,-აცხადებს ელენე ხოშტარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა