ანა ნაცვლიშვილი - ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს პარლამენტის წინ დადგმულ ატრაქციონებზე არ მიიყვანს

დაყავი, გარყვენი და იბატონე - ესაა ერთადერთი, რისი შემოთავაზებაც „ოცნებას“ შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის - იმ შვილებისთვის, ვისი სახელითაც დადგეს ეს ატრაქციონები და ბატუტები! , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მერიის თანამშრომლების მიერ პარლამენტის წინ კარვების აღებისა და ატრაქციონების დადგმის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვები დაუპირისპირეს შვილმოკლულ მამას, „კაცს, რომელსაც ჯერ შვილი მოუკლეს და მერე იმის უფლებაც წაართვეს, სიმართლე იცოდეს- ვინ და რატომ ჩაიდინა ეს!“

„ყველაფრის მიღმაა ცინიზმის ხარისხი! ყველაფრის მიღმაა სახელმწიფოს და საზოგადოების ასეთი ჩეხვა!

არც ერთი ღირსების შეგრძნების მქონე ადამიანი შვილს არ მოიყვანს ამ ატრაქციონებზე. თავად დასხედით ზედ, ჯამბაზებო, სხვა მაინც არაფრისთვის ვარგიხართ!’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა