სააპელაციო  და საქალაქო სასამართლოების  თავმჯდომარების დანიშვნისას, იუსტიციის საბჭო ვალდებული ხდება  დაასაბუთოს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის, ასევე, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, დაასაბუთოს კონკრეტულად რის საფუძველზე მიიღო მან გადაწყვეტილება.

2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, გარდა გადაწყვეტილების დასაბუთებისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება ვალდებულება, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის, აგრეთვე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე, შესაბამისი კანდიდატის შერჩევის მიზნით, გაიაროს კონსულტაცია შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან.

გარდა ამისა, ფართოვდება იმ საკითხთა წრე, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილების მიღების დროს გამოყენებული იქნება ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი მუხლი. კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი მუხლი იმოქმედებს არა მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების დროს, არამედ ასევე მოსამართლეთა დაწინაურების, მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოში და საპროკურორო საბჭოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის ან სხვა ინდივიდუალური აქტის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამასთან, ორგანული კანონის პროექტით ცალსახად განისაზღვრება, რომ თუ საბჭოს წევრი არის მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი, იგი არ მონაწილეობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურაში.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, სააპელაციო და/ან საქალაქო სასამართლოში მოსამართლის უვადოდ განწესების შესახებ დასაბუთება გამოაქვეყნოს.

აღნიშნული დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერასა და შესაბამისი პირის დახასიათებას, მათ შორის მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა