მედიის ცნობით, ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

ისრაელის არმიის რადიოს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. მათი ინფორმაციით, მზადყოფნა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ და ღაზაში „ისლამური ჯიჰადის“ შესაძლო თავდასხმების გამო გამოცხადდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა „სიტუაციის შესაფასებლად“ არმიის მეთაურებთან შეხვედრები გამართა. მედიის ცნობით, ქვეყნაში დაიხურა სირიის საზღვართან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინიტრომ გაფრთხილება გასცა ისრაელის საელჩოებსა და მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გაძლიერდეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის ე.წ. ჩრდილოვანი გენერალი ქასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ცნობისთვის, სოლეიმანი ისრაელში ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა. მედიის ცნობით, სწორედ მას მიეწერება ირანული გავლენების ზრდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა