ნიკა გვარამია და ბექა ბასილაია მოსამართლემ პროცესიდან გააძევა

"რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, ნიკა გვარამიამ და ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინეს.

ხმაური სასამართლო სხდომების თარიღის განსაზღვრას მოჰყვა. დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ გაწერილი სამუშაო განრიგი მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე თქმით, იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მოსამართლემ სხდომები ჩანიშნა, ისინი სასამართლოში გამოცხადებას ვერ შეძლებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს