დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მამა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე - საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს, დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს, ამიტომ დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს მამალაძის შეწყალებისთვის სხვა ბერკეტი არ გააჩნია.

„საპატრიარქოს მიერ დაყენებული მრავალი შუამდგომლობიდან დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%. საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს. ამის იქით საპატრიარქოს სხვა ფორმატი არ აქვს. ამიტომ, დანარჩენზე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ პროტესტი მოაწყოს და კარვები გაშალოს. მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო,“ - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა