საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში კავშირზეა ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციით, ქ. დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

უწყების ცნობით, ამასთან საელჩოში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანში საფრანგეთის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისა და სურათების გადაღებისგან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა