ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათის განმავლობაში 13 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა

ავსტრალიის სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათის განმავლობაში 13 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კამპანია 3 იანვარს ავსტრალიელმა მსახიობმა სელესტა ბარბერმა წამოიწყო და მას მთელი მსოფლიოდან არაერთი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის მომღერალი პიკი და მსახიობი ნიკოლ კიდმანი.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ქარის გაძლიერებამ ხანძრის ახალ ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხე წარმოშვა. განსაკუთრებით რთული ვითარება შტატის ქალაქ ედენშია, სადაც ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. ხანძრის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით მეხანძრე, პოლიციელი და მოხალისე ცდილობს. ავსტრალიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. დაკარგულად კი 20-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა