დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა - პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო - რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად წერია ეს?

„ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად უწერიათ პატრიარქზე თავდასხმა?! - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ ავთანდილ მამალაძემ. პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ შეაფასა. იგი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„ხან ერთს თამაშობენ, ხან - მეორეს. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა. საპატრიარქოსა და მთავრობაში დაბუდებული არიან ბობოლა ადამიანები. ეს არის და ეს“, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ.

მისივე შეფასებით, წმინდა სინოდი არაფერს წარმოადგენს.

„ეს დადგმული სპექტაკლია. თითქოს პრეზიდენტს სთხოვეს შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიეღო, რეალურად ეს იყო სპექტაკლი. პრეზიდენტზე ზეწოლა მოხდა“, - განაცხადა ავთანდილ მამალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა