ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე - საქართველო, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე წესდების შესაბამისად იმოქმედებს

ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იმოქმედებს წესდების შესაბამისად, - ასე პასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში სერგეი ლავროვის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება კომიტეტის სამდივნოსთან შეთანხმებით გაკეთდება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ამაზე განმარტება. საქართველოს აქვს ახლა უნიკალური პოზიცია, არის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენი გაწევრიანებიდან ზუსტად 20 წლის შემდგომ ეს ძალიან მაღალი პასუხისგებლობაა, შესაძლებლობაც არის ქვეყნისთვის, რომ საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე იმოქმედებს წესდების შესაბამისად. ღონისძიების მოახლოებასთან დაკავშირებით უკვე სამდივნოსთან შეთანხმებით გაკეთდება განცხადება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა