არჩილ თალაკვაძე სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომეხ თანამოქალაქეებს, სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.

„ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და დღეგრძელობას.

ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, ეკონომიკის და კულტურის განვითარების საქმეში დასაფასებელია და ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მასში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა შექმნეს.

მაქვს პატივი, საქართველოს პარლამენტის სახელით მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიარო დღევანდელი დღის სიხარული“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა