რიმა ბერაძის ინიციატივით, იაპონიაში საქართველოს დესპანმა ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი შობა მიულოცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, დესპანის მეუღლე ანა სიჭინავა და ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა ბავშვებს დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

„ჩუღურეთის რაიონში საახალწლო კვირეული გრძელდება. ამჯერად იაპონიაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობასთან ვითანამშრომლეთ და ჩუღურეთელ ბავშვებს დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ. მადლობას ვუხდი თეიმურაზ ლეჟავას ბავშვების გახარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი პრინცმა იოანე (ხუან) ბაგრატიონ-მუხრანელმაც გამოთქვა. ჩუღურეთში საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ძველით ახალ წლამდე კიდევ მრავალი ღონისძიება გაიმართება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა