ზურაბ ბატიაშვილი - კონფლიქტის ინტენსივობის მომატება მოსალოდნელია იმიტომ, რომ ირანი აუცილებლად გასცემს პასუხს აშშ-ს ქმედებას

კონფლიქტის ინტენსივობის მომატება მოსალოდნელია იმიტომ, რომ ირანი აუცილებლად გასცემს პასუხს ამ ქმედებას, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტრილებას მიიღებს ირანი და რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ის ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

„როგორც ჩანს, ეს სია საკმაოდ დიდია, დაწყებული ამერიკული სამხედრო ბაზებიდან რეგიონში, ასევე ამერიკის მოკავშირეებზე შეიძლება მოხდეს თავდასხმა. ისეთ ქვეყნებზე როგორიც არის ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ასევე ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილება სპარსეთის ყურის გადაკეტვა, რაც ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ამერიკის ეკონომიკას იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მოიმატებს, ისედაც 4%-ით არის მომატებული. ასე რომ, ძალიან დიდია ეს ჩამონათვალი. მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირანის ხელისუფლება და შემდეგში რა იქნება შეერთებული შტატების პასუხი ამ ქმედებაზე“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

მან მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის რეგიონში საშუალო ინტენსივობის კონფლიქტია.

რაც შეეხება საქართველოს, ზურაბ ბატიაშვილის განმარტებით, ლტოლვილთა ნაკადების დაძვრის შემთხვევაში ერთ-ერთ მიმართულებად საქართველო შეიძლება იყოს განხილული.

„ამ მომენტისთვის პირდაპირი სამხედრო საფრთხე საქართველოს არ ემუქრება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ამერიკული სამხედრო ბაზები, თუმცა მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში თუ რეგიონში დიდი კონფრონტაცია დაიწყო და ამ კონფრონტაციას მოჰყვა ისეთი ქმედებები, როგორიც ლტოლვილთა ნაკადების დაძვრაა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მიმართულებად საქართველო შეიძლება იყოს განხილული. თუმცა ჯერჯერობით ამ ინტენსივობის კონფლიქტი რეგიონში არ არის,“- განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა