"ლელო საქართველოსთვის" - "გავრილოვის ღამის" და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ ლავროვის ვიზიტი იქნება უკიდურესად ცინიკური ნაბიჯი, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს

"გავრილოვის ღამის" და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ ლავროვის ვიზიტი იქნება უკიდურესად ცინიკური ნაბიჯი, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" მიერ განცხადებაშია აღნიშნული.

გაერთიანება ეხმიანება ინფორმაციას სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტის შესახებ. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% და აგრძელებს ტერიტორიების მითვისებას, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობას, დევნას და გატაცებას.

„ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით კი "გავრილოვის ღამის" და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ლავროვის ვიზიტი იქნება უკიდურესად ცინიკური ნაბიჯი, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს.

"ლელო საქართველოსთვის" პრინციპულად მიიჩნევს, რომ საქართველომ ჯეროვნად უნდა გამოიყენოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორც თავისი ეროვნული ინტერესის და საერთაშორისო იმიჯის განსამტკიცებლად, ასევე დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის გასამყარებლად.

მივიჩნევთ, რომ შექმნილ ვითარებაში სერგეი ლავროვის ვიზიტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აფერხებს ევროსაბჭოს გამართულ მუშაობას. "ლელო საქართველოსთვის" მოითხოვს, რომ დიპლომატიური არხების გამოყენებით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სერგეი ლავროვი არ დაესწროს ევროსაბჭოს სხდომას და მთავრობამ არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, რაც აზარალებს როგორც საქართველოს, ასევე ევროსაბჭოს და საერთაშორისო პარტნიორთა ინტერესებს“, - აღნიშნულია „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა