ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს, წყალმომარაგების აღდგენისთვის დაგეგმილი სამუშაოების  მიზნით, 7 იანვრის 08:00 საათამდე  წყლის მიწოდება შეეზღუდება

ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგების სრულად აღდგენის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის სამუშაოები, რის გამოც, 6 იანვარს 23:00 საათიდან 7 იანვრის დილის 08:00 საათამდე, დაბას წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. საკურორტო ზონის 80 პროცენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს ,,რუმსს’’ ,,მგზავრებს’’ და ,,პანორამას’’, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

ბაკურიანში ბოლო დღეებში შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანიის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ყველა ის სასტუმრო, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, წყალმზიდების საშუალებით მარაგდებიან. პროცესში ჩართულია სახანძრო მანქანები“, - ნათქვამია რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა