გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებზე - ქვეყანაში რომ გაჭირვებაა, რასაკვირველია, ეპისტოლეს შინაარსში მოხვდებოდა- ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს

ქვეყანაში გაჭირვება რომ არის, რასაკვირველია, ეს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შინაარსში მოხვდებოდა. ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს, რომელთა შეფასებითაც საშობაო ეპისტოლეს ნაწილი ხელისუფლებისთვის იყო გზავნილი, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა.

მისივე განმარტებით, მთავარი, რაც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შინაარსში უნდა ამოგვეკითხა არის ის, რომ შობის მადლი და სითბო ჩვენს გულებში და ოჯახებში შემოვიდეს.

"ქვეყანაში გაჭირვება, რომ არის, რასაკვირველია, ეს ეპისტოლეს შინაარსში მოხვდებოდა. ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს. მხოლოდ თავიანთთვის პოლიტიკური გამორჩენის საშუალებას ხედავენ და მე მგონი სწორედ ეს არის, რაც მათ ავტორიტეტს საზოგადოებაში ანგრევს.

მთავარი, რაც საშობაო ეპისტოლეში უნდა ამოგვეკითხა არის აუცილებლობა იმისა, რომ შობის მადლი და სითბო ჩვენს გულებში და ოჯახებში შემოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები გაცილებით უფრო ინტენსიურად, სიღრმისეულად და ფილოსოფიურად უნდა შეისწავლიდნენ არსს, თუ რაში მდგომარეობს რწმენა. არამარტო ქრისტიანულ კონფესიებში, არამედ ყველა რელიგიურ ჯგუფში. უნდა ახსოვდეთ, რომ სითბო, ტოლერანტობა და ურთიერთგატანა არის მთავარი რესურსი, რაც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა უფრო ხშირად უნდა ისაუბრონ ამ თემაზე. პოლიტიკურ გუნდს რა სჭირდება ერთია, მაგრამ ქვეყანას რა სჭირდება, ის არის მთავარი და სწორედ ის პოლიტიკური გუნდი იქნება წარმატებული, რომელიც უფრო ბევრს იფიქრებს ამ თემაზე და გაცილებით მეტს გააკეთებს ქვეყნისათვის",-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა