ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი დონალდ ტრამპის გვერდით დგას - ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს

ნებისმიერი, ვინც შეეცდება თავს დაგვესხას, უძლიერეს დარტყმას მიიღებს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდით დგას, რომელიც „მამაცურად“ მოიქცა.

„ამერიკას არ ჰყავს უკეთესი მეგობარი, ვიდრე ისრაელი და ისრაელს არ ჰყავს უფრო კარგი მეგობარი, ვიდრე ამერიკა. ბოლო წლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ისინი სამართლიანობისა და სიმართლის მხარეს დგანან. მინდა მათ მთელი გულით მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აპირებს დაარტყას ჰაიფას (ისრაელი) და დუბაის (გაერთიანებული არაბთა ემირატები) იმ შემთხვევაში, თუ აშშ საპასუხო ზომებს მიიღებს ერაყში მის ბაზებზე თავდასხმის გამო.

იხილეთ ვიდეო: ნეთანიაჰუ - ისრაელი დონალდ ტრამპის გვერდით დგას

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს