გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებას ეშინია დეკანოზ მამალაძის საქმის გამოძიების, რადგან წინასაარჩევნოდ ეს საქმე მათთვის დამანგრეველი იქნება

დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შეწყალებაზე უარი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ამ საქმეში არსებული მიჩქმალული ფაქტების გამოაშკარავების ეშინია.

”შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან შიშს ნიშნავს, რადგან ამ საქმეში ბევრი რამ ჩაიფარცხა, როგორც ჩანს, ბევრი რამ მიჩქმალულია და ფაქტებიც გამოუძიებელი. შესაბამისად, ამ ხელისუფლებისთვის ეს იქნება დამანგრეველი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში.

საპატრიარქოს ინტერესები ყველაზე ნაკლები იყო შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია შეწყალება, ვიდრე არ შეწყალება, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუ ვის სურდა დეკანოზ მამალაძის ციხეში ყოფნა, პირადად ჩემთვის კითხვის ნიშნები მოხსნილია.

სანამ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, რომელიც სამართლიან, სანდო საგამოძიებო სისტემას და სასამართლოს შექმნის, რომელსაც საზოგადოება ენდობა, ამ საქმის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს პასუხი არ გაეცემა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა