13 იანვარს, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი გამოვა, რომელიც დეპრესიას შეეხება

გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად, 13 იანვარს, "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი გამოვა, რომელიც დეპრესიას შეეხება.

სახელმძღვანელოში განმარტებულია დეპრესიის სახეები, მაპროვოცირებელი ფაქტორები, მახასიათებელი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, როგორც მედიკამენტოზური, ისე ფსიქოთერაპიული და ალტერნატიული. წიგნში, აგრეთვე, განხილულია გუნება-განწყობის სხვა აშლილობები, ფიზიკური ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომელთაც თან ახლავთ გუნებ-განწყობის დაქვეითება, დეპრესიის თავისებურებები ბავშვებსა და მოზარდებში, თვითმკვლელობის რისკის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ამ პროექტის თითოეულ ტომს გამოცდილი ექიმი-კონსულტანტები ჰყავს. უშუალოდ, მესამე ტომის კონულტანტი კი ექიმი-ფსიქიატრი, თამარ ალადაშვილია.

"ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ გამოცემული აღნიშნული პრაქტიკული სახელმძღვანელო ეძღვნება დეპრესიულ აშლილობას, რომლისგანაც არც ერთი ჩვენგანი არაა დაზღვეული. დეპრესიას შეუძლია გააფერმკრთალოს ადამიანის ყოფა, შეუშალოს ხელი სრულფასოვნად ფუნქციონირებაში. მიუხედავად სირთულისა, დეპრესიული მდგომარეობაც დაძლევადია, თუკი დროულად ამოვიცნობთ მის გამოვლინებებს, მივმართავთ სპეციალისტებს დახმარებისთვის და ჩავიტარებთ სათანადო მკურნალობას.

მკითხველისთვის გასაგებ და მარტივ ენაზე დაწერილი ეს სახელმძღვანელო საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნულ საკითხებზე, გვასწავლის, რომ მიუხედავად საზოგადოებაში ხშირად დამკვიდრებული სტიგმისა, რომელიც მენტალური აშლილობის ნებისმიერ ტიპს ეხება, არ უნდა ვითაკილოთ და ვითხოვოთ შველა, ვინაიდან ესაა ერთადერთი ხერხი იმ დაავადებისგან თავის დაღწევისა, რომელსაც დეპრესია ჰქვია", - თამარ ალადაშვილი.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" სპეციალური ფასია 6.5 ლარი, გაზეთთან ერთად - 8 ლარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა