საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამი მოწმის გამოკითხვით გაგრძელდება.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა გიორგი მიქავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარეს დღეს პროცესზე მოწმის სახით წარმოდგენილი ჰყავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც მისივე თქმით, თემატურად შეამოწმეს „სამგორის" კომპანიებისთვის გაცემული სესხების ნაწილში „თიბისი ბანკი" და რომლებმაც გააკეთეს დასკვნა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემობაზე.

„მათ გააკეთეს დასკვნა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე - ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 2008 წელს ამ ოდენობის სესხის აღების

უფლება არ ჰონდათ. გარდა ამისა, შემდგომში, არასტანდარტულად მოხდა აღნიშნული სესხების უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება ამ სესხებთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, „თიბისი ბანკმა" ერთობლიობაში 16,5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის ოდენობით ზარალი განიცადა.

მოცემულ დასკვნაში მნიშვნელოვანი განმარტებებია გაკეთებული. აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ ადასტურებს შემდეგს - ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდათ უფლება ამ ოდენობის სესხი აეღოთ ბანკიდან. გარდა ამისა, აღნიშნული პასუხს სცემს იმას, თუ რატომ იქნა შერჩეული კონკრეტულად ავთანდილ წერეთელი და მისი კომპანიები, რომელთა საშუალებითაც მოტყუებით დაეუფლნენ ბანკისგან აღნიშნულ თანხას და საბოლოო ჯამში, მოხდა თუ არა აღნიშნული თანხების დაფარვა. გარდა ამისა, უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება რამდენად კანონის შესაბამისად მოხდა, რომელიც საბოლო ჯამში ერთობლიობაში ასკვნის იმას, რომ „თიბისი ბანკმა" ერთობლიობაში განიცადა 16,5 მილიონი დოლარის აშშ ზარალი", - განაცხადა გიორგი მიქავამ.

სასამართლო სხდომაზე ამ წუთებში, მოწმის სახით იკითხება ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ნანა ქალდანი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი