რეგიონული განვითარების სამინისტრო - პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ უნდა გადაიხადოს, 115 ათას აშშ დოლარამდეა

პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უნდა გადაიხადოს, 115 ათას აშშ დოლარამდეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმთან ხელშეკრულები გაწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა,რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. „ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა კონკრეტულად რა მოცულობის თანხაზეა საუბარი. როგორც შესაბამის უწყებაში აცხადებენ, პირგასამტეხლოს ოდენობა დაახლოებით 115 ათასი დოლარია.

შეგახსენებთ, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" აცხადებენ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს