გიორგი ვაშაძე - 300 000-მდე ძველი პირადობის მოწმობაა ბრუნვაში დარჩენილი, რომლის ამოღება მარტივად შეიძლება ორ თვეში და ამას აჭიანურებს „ქართული ოცნება“ 7 წელია

დაახლოებით 300 000 ძველი პირადობის მოწმობაა ბრუნვაში დარჩენილი, რომლის ამოღება მარტივად შეიძლება ორ თვეში და ამას წელავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 7 წელია, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბრუნვიდან ძველი პირადობის მოწმობები ამოიღოს, ისინი კვლავ აბრუნებენ მათ ბრუნვაში.

როგორც ვაშაძე ამბობს, ლამინირებულ მოწმობებთან შედარებით, გაყალბების თვალსაზრისით, „უჩიპო“ პლასტიკური ბარათები უფრო უსაფრთხოა.

„საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩააბაროს ქაღალდის პირადობის მოწმობები, რომელიც მე დავიწყე და პირველ წელს, სწრაფად რომ გაცემულიყო, მილიონი გაიცა. ახლა იწელება ძველი პირადობების ამოღება ბრუნვიდან. ჩვენი გეგმით ეს უნდა დამთავრებულიყო დაახლოებით 2013-2014 წელს, ეს იყო ბოლო ვადა. სამწუხაროდ, ახლა ისევ ვხედავთ, რომ ძველი პირადობები ისევ დააბრუნეს ბრუნვაში. ერთთვიანი იქნება ეს, ორ კვირიანი თუ სამ კვირიანი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ჩიპის“ გარეშე პლასტიკური ბარათითაც შეიძლება გაიცეს პირადობის მოწმობა, რომლის გაყალბება გაცილებით ნაკლებად შესაძლებელია. დაახლოებით 300 000 ძველი პირადობის მოწმობას ბრუნვაში დარჩენილი, რომლის ამოღება მარტივად შეიძლება თვენახევარ- ორ თვეში, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

გაყალბების რისკი არის, რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება აიღოს და სისტემაში კი არ დაბეჭდოს პირადობა, დააქსეროქსოს, დაალამინიროს და ათასში ერთი რომ იქნება, შეიძლება ამას არ მიაქციოს ყურადღება კომისიის წევრმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას, ლამინირებული მოწმობების ნაცვლად ბიომეტრიულ პარამეტრებთან ადაპტირებული „უჩიპო“ მოწმობები დამზადდეს და ამ პროცესში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩაერთონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა