გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან  შეტყობინებას ელოდებიან

რამდენიმე ძალიან სერიოზულ შეტყობინებას ველოდებით, რომელიც მათ შორის, ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უნდა მივიღოთ ,- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე არ ასაჯაროებს, თუ ვისთან აქვთ კომუნიკაცია კონკრეტულად და ამბობს, რომ საკითხი დახურულ რეჟიმში განიხილება.

"ეს შეეხება საქართველოში შექმნილ იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს და მათ პოზიციებს ამასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, არ გითხრათ კონკრეტული წყარო, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. მე მაგალითად რამდენიმე დღით გავდივარ ქვეყნიდან, მათ შორის, გარკვეული შეხვედრებისთვის",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა