საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა. დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გაიმართა. განსაკუთრებით ხალხმრავალი აქციები პარიზსა და ნანტში გაიმართა. პროფკავშირების ინფორმაციით, პარიზის ქუჩებში 370 000 დემონსტრანტი გამოვიდა. ქალაქში პოლიციამ 9 აქტივისტი დააკავა, რომლებიც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდნენ. ნანტში კი პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ აქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ საფრანგეთის ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით, საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე გაიზარდა. ამასთანავე გაუქმდა კანონი, რომელიც გარკვეული პროფესიის ადამიანებს პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის საშუალებას აძლევდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა