კლინიკების ნაწილი გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობის გაზრდას სკოლებსა და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდებიან

იაშვილის კლინიკაში ვირუსით დაავადებული პაციენტების მომართვიანობა გაზრდილია, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იაშვილის კლინიკას პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები არ აქვს და მათ კლინიკის დერეფნებში ემსახურებიან, კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, იანვრის პირველი ათი დღე არ გამოირჩევა პაციენტების ნაკადის კლებით, პირიქით, ორი დღის მონაცემებით, ეს ნაკადი უფრო გაზრდილია დეკემბრის ბოლო ათ დღესთან შედარებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ გაფრთხილებებს რაც არის მშობლისთვის აუცილებელი, ვინაიდან გრიპი თავისი მიმდინარეობით საშიში დაავადებაა და მას სერიოზული გართულებები გააჩნია, როგორიც არის ფილტვების ანთება, ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი და ექიმთან დროული მიმართვიანობა“, -განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ კიდევ ერთი კლინიკის ციციშვილის სახელობის საავადმყოფოს დირექტორს დავით რეხვიაშვილს ესაუბრა,რომლის თქმითაც, კლინიკაში ვირუსით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობამ იკლო.

„ამ დროისთვის მომართვიანობა არის ოდნავ შემცირებული, გართულებები პრაქტიკულად არ შეგვხვედრია. გართულებები, რომელმაც ბავშვებს შეიძლება შეუქმნას პრობლემები, ძალიან იშვიათია და პრაქტიკულად არ შეგვხვედრია“,-განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკისთვის მიმართვიანობის გაზრდას სკოლებში და ბაღებში არდადეგების დასრულების შემდეგ ელოდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა