პროკურორი - სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია და ბექა ბასილაია სასამართლო დარბაზში დააბრუნა და მათ საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ სხდომიდან გაძევებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამისა და ადვოკატ ბექა ბასილაიას სარჩელი დააკმაყოფილა და ისინი სასამართლო სხდომებზე დააბრუნა.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მისი ინფორმაციით, დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვით უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, დღევანდელი პროცესს ადვოკატთა ნაწილი არ ესწრება, რის გამოც შესაძლოა, მოსამართლემ პროცესი გადადოს.

„დღევანდელი სასამართლო პროცესი შესავალი სიტყვებით უნდა გაგრძელდეს. დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს შესავალი სიტყვა მოსამართლის წინაშე, კერძოდ, დარჩენილია ბრალდებულ ზურაბ იაშვილის და ბრალდებულ ნიკა გვარამიას მხარეები, მათ უნდა თქვან შესავალი სიტყვა. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მან ბრალდებული ნიკა გვარამია და ადვოკატი ბექა ბასილაია დააბრუნა სასამართლო განხილვებზე და მათ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, თუმცა როგორც მხარეებისთვის გახდა ცნობილი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სამწუხაროდ, არ გამოცხადდება ადვოკატი ბექა ბასილაი და ნიკა გვარამის ადვოკატები, დაველოდოთ სასამართლოს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა პროკურორმა.

სასამართლოში მივიდა “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მას პროცესზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია და კახა დამენიას ადვოკატი, ბექა ბასილაია 3 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზიდან "სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის" მიზეზით გააძევა. ეს გადაწყვეტილება გვარამიას ადვოკატმა და ბექა ბასილაიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა