ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებთან შელაპარაკება ადგილობრივების მიერ გზის გადაკეტვას მოჰყვა. პოლიციის თაამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ ტერიტორიის გათავისუფლებას და გზის სავალი ნაწილიდან მოსახლეობის გაყვანას.

ცნობისთვის, ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10-სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, რომელიც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

იხილეთ ვიდეო: "ანას ბაღთან" პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა